
ევროპა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტს ზრდის, - წერს WELT-ი. გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებმა ივნისში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, 14%-ით გაზარდეს.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის შემოსავალმა LNG-ის გაყიდვებიდან დღეში დაახლოებით 60 მილიონ ევროს მიაღწია. საფრანგეთი რუსეთიდან LNG-ის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო. ივნისში საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მონტუარის პორტმა ოთხჯერ მეტი რუსული გაზი მიიღო, ვიდრე მაისში.
გარდა ამისა, 2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის Yamal LNG პროექტიდან 136 ტვირთი მიიღეს. მათმა საერთო მოცულობამ დაახლოებით 10 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია.
„საინტერესოა, რომ ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას ატარებს და 2027 წლისთვის რუსულ ბუნებრივ და თხევად აირზე სრულად უარის თქმას გეგმავს“, - აღნიშნავს გამოცემა APA.
0
0