-share.jpg)
,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
,,წარმოიდგინეთ, ჰიპოთეზა დაუშვით, რომ ჩემი კორპუსის მაცხოვრებლები მძულს, მეზიზღება.
მაგრამ რას ვიზამ, მათი ბინებია კორპუსში და ვცხოვრობ მათთან ერთად.
ვიღაც ძიამ იცის, რომ მეზობლები მეზიზღება – არათუ იცის, არამედ თავადაც იზრუნა ამაზე.
ერთ დღესაც ძია მოდის და მეზობლების გაყრას მთავაზობს, მათი ხოცვა-ჟლეტის ფასად.
ვთანხმდები.
იწყება მეზობლების ხოცვა-ჟლეტა, თავიდან ისინიც წინააღმდეგობას წევენ, მაგრამ ძიას ბანდებს ვერ ერევიან და ვინც გადარჩება – გარბის.
ხოდა ვარ უკვე 30 წელია მარტო კორპუსში, ძიას ძალები მიცავენ … ისევ მეზიზღება ჩემი ყოფილი მეზობლები, ვინც სარდაფში დარჩა იმასაც სიცოცხლეს ვუმწარებ – დანარჩენების დაბრუნების გაგონებაც არ მინდა.
ან კი რატომ მენდომება, როცა გამდის – მიცავს ძია!
ხოდა ერთ დღესაც ძიას დედა ეტირა – დასუსტდა, განადგურდა.
ვეღარ მიცავს.
მეზობლებს სახლებში დაბრუნება უნდათ.
ვიაზრებ, რომ ვეღარავინ დამიცავს!
რას ვშვები?
არ მინდას ვიძახი? ვისი ზურგით?
ამ ჰიპოთეზით იმის თქმა მინდა, რომ
“მინდა, არ მინდას” განაპირობებს გარემოებები და როცა გარემოებები იცვლება, სურვილებიც იცვლება.ამიტომ, საუბარი იმაზე, აფხაზებს რა
სურთ, რა გარანტიები სურთ, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გარემოებები შეიცვლება და ქართველთა გენოციდის ჩამდენი სახელმწიფო შეფასდება, დაისჯება და პროცესს ჩამოშორდება.ეს გახადა შესაძლებელი უკრაინამ!
ამიტომ:
ერთიან საქართველოს და უკრაინას გაუმარჯოს 🇬🇪🇺🇦” - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0