
საუბარია არა იმაზე, როგორი ადამიანური თვისებები აქვს კობახიძეს ღარიბაშვილთან შედარებით, არამედ იმაზე, რა ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა. ანუ ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრზე უნდა ვილაპარაკოთ, მე წარმოდგენაც არ მაქვს და ჯერ არც კი იკვეთება ეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„რაც ივანიშვილი მოვიდა, ჩვენ არ გვყავდა ნამდვილი პრემიერები, შეიძლება ღარიბაშვილს ჰქონდა ყველაზე მეტი თავისუფლება, იმიტომ რომ რამდენიმე მინისტრი მაინც ქ ჰყავდა. რადგან კობახიძეს თავისი მინისტრები არ ჰყავს, და ეს გარემოება თუ არ შეიცვალა, საუბარია არა იმაზე, როგორი ადამიანური თვისებები აქვს კობახიძეს ღარიბაშვილთან შედარებით, არამედ იმაზე, რა ჩაიფიქრა ბიძინა ივანიშვილმა. ანუ ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრზე უნდა ვილაპარაკოთ, მე წარმოდგენაც არ მაქვს და ჯერ არც კი იკვეთება ეს, ამიტომ, საერთოდ არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს უშუალოდ პერსონების შედარებას, მაგრამ თუ შეიცვალა სიტუაცია და აღმოჩნდა, რომ ივანიშვილმა იგივე ხარისხის თავისუფლება მიანიჭა კობახიძეს, როგორიც ღარიბაშვილს ჰქონდა, 4-5 მინისტრი მაინც შეიცვალა, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ პერსონალიებიდან გამომდინარე. მაგრამ ახლა ვერც ვხვდები, რა ჩანაფიქრი აქვს ივანიშვილს. ისიც არ იკვეთება, მაგალითად, საარჩევნოდ „ქართული ოცნების" მხრიდან აგრესიული კამპანია იქნება, თუ პოზიტიური",- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
0
0