03/12/2022
20:44
პოლიტიკა
“არაფერს და ჭაობს აქტიურობა ჯობია”, ასე გამოეხმაურა პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი 3 დეკემბერს ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციას.
ჩარკვიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პირადად რუსეთის პატიმარია და მას წამებით, ნელი სიკვდილით კლავენ.
"რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ნებისმიერ შემთხვევაში მომწონს ნებისმიერი გააქტიურება, არაფერს და ჭაობს აქტიურობა ჯობია, რა თქმა უნდა, ვისურვებდი კიდევ უფრო დიდი ორგანიზებულ აქციას. ბევრი ისეთი ლიდერი ვიხილე აქციაზე, რომ არ ველოდებოდი მოვიდოდნენ. ასეთ დროს ყველა ერთად უნდა დადგეს. დრო არ ითმენს, დრო არ მუშაობს პაციენტზე. ვერ ჭამს კაცი, მოწამლულია და როგორ მიიღებდა საკვებს?!
მომწონს, რომ რაღაც დაიწყო და ხალხი შეწუხდა. ადამიანი კვდება. ჩემი მოთხოვნაა - „არმოკლათ, გადაიყვანეთ“. ნელი სიკვდილით, წამებით კლავენ მიხეილ სააკაშვილს. ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია აქვს, დასავლური ღირებულებებით გააგრძელოს განვითარება, მესამე პრეზიდენტის სიკვდილი წამებით არ უნდა დაუშვას, ეს სახელმწიფოებრიობისთვის არის კატასტროფა“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
0
0