
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშების მშობლების მარში დაიწყო. ისინი მსვლელობას პარლამენტამდე გამართავენ, შემდეგ კი კვლავ ადმინისტრაციასთან დაბრუნდებიან, სადაც პროტესტის ნიშნად ღამეს გაათევენ.
მშობლების მოთხოვნა უცვლელია, ისინი შვილებისთვის საჭირო წამლის შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.
"არ გავჩერდებით, მარში გადაიქცევა უფრო დიდ მარშად. ჩვენი გაჩერება არ შეიძლება, ჩვენ ვართ დედები, ვინც ვითხოვთ შვილების კარგ მომავალს, ჯანმრთელობის უფლებას. ჩვენი ხმა უნდა გავაგონთ, წამალი გვინდა ბატონო პრემიერო, წამალი და სიცოცხლე გვინდა, მეტი არაფერი, ნუ წაგვართმევთ სიცოცხლეს", - თქვა ქეთი ბეგიაშვილმა.
შეგახსენებთ, უკვე წელიწადზე მეტია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების დედები შვილებისთვის საჭირო წამლის შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. ისინი რამდენიმე დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციებს მართავენ.
0
0
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
10/04/2026