06/06/2022
10:35
პოლიტიკა
წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ლაშა ზარქუამ თანამდებობა დატოვა.
ზარქუა გადადგომის მიზეზად სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებს. მისი თქმით, შექმნილ სიტუციაში პასუხისმგებლობას გრძნობს.
„იცით, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამი თვის განმავლობაში ბიუჯეტი ვერ დამტკიცდა და მერიის შესაბამისი სამსახურებს უწევდათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა. ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც გამოიცა მთავრობის განკარგულება სოფლის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ. დადგენილებით გაწერილი ვადებში ჩვენ რეალურად მოვახდინეთ შეხვედრები, შეკრებები, პროექტებზე საუბარი, დაოქმება და ა.შ. ტექნიკური მხარე, რაც ვადებში ვერ ჩაეტია, მიუხედავად იმისა, რომ ფული რაიონს არ დაუკარგავს. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ყველა ის პროექტი განხორციელდება, რაც მოსახლეობამ დაგეგმა. მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ირიბად თუ პირდაპირ ვგრძნობ საკუთარ პასუხისმგებლობას ამის თაობაზე და გავაკეთე განცხადება გადადგომის შესახებ“, – განახადა ლაშა ზარქუამ.
0
0