04/08/2023
14:36
საზოგადოება
აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია"- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შოვში მსხვერპლის რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ოთხი ცხედარი იპოვეს.
ამ ეტაპზე უცნობია, მოხდა თუ არა ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირება. გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა.
სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო.
0
0
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
24/12/2024