
ვულოცავ კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ვიცე-კანცლერ ლარს ქლინგბაილს, ჩვენი პარტნიორი პარტიის, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წარმომადგენელს, გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას! დღეს, როცა საქართველოს დემოკრატია მძიმე გამოწვევების წინაშეა, გერმანიის პრინციპული ლიდერობა გადამწყვეტია,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია წერს.
„ვულოცავ კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ვიცე-კანცლერ ლარს ქლინგბაილს, ჩვენი პარტნიორი პარტია სოციალურ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წარმომადგენელს, გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას!
დღეს, როცა საქართველოს დემოკრატია მძიმე გამოწვევების წინაშეა, გერმანიის პრინციპული ლიდერობა გადამწყვეტია.
გვჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს სუვერენიტეტის, ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენი ხალხის თავისუფალი არჩევანის დაცვაში“,- წერს გიორგი გახარია.
0
0