
საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ულოცავს.
„ვულოცავთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჰანუქას შესაბამისი დასასრული და შესანიშნავი გზა ახალი წლის შესაგებებლად“, – ისრაელის ელჩი.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.
0
0