23/05/2023
10:59
მსოფლიო
ქვეყნის ყველაზე სახიფათო ვულკანის გააქტიურების შემდეგ, მექსიკაში მილიონობით ადამიანი შესაძლო ევაკუაციის შესახებ გააფრთხილეს.
დედაქალაქ მეხიკოს სამხრეთ-დასავლეთით, მორელოს, პუებლასა და მეხიკოს შტატებს შორის მდებარე აქტიურ ვულკან პოპოკატეპეტლის 60-მილიანი რადიუსის ფარგლებში დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
21 მაისს ქვეყნის ეროვნული სამოქალაქო თავდაცვის კოორდინაციის სამსახურმა (CNPC) ვულკანის საფრთხის დონე გაზარდა და დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს შესაძლებელი ევაკუაციისთვის მზადებისკენ მოუწოდა.
CNPC-ი ასევე იტყობინება, რომ ვულკანური აქტივობა მოიმატებს და ფერფლი მიმდებარე დასახლებებში სწრაფად გავრცელდება, ამიტომ, ვულკანთან მდებარე ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლებს სახლში დარჩენას ურჩევენ.
ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ვულკან პოპოკატეპეტლის გააქტიურებამ მეხიკოში ფრენების გადადება და ათობით სკოლის დახურვა გამოიწია.
მექსიკაში ამერიკის საელჩომ გაფრთხილება გამოსცა, რომლის მიხედვითაც პოპოკატეპეტლის ვულკანი 15 მაისიდან მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რის გამოც უკვე ასობით რყევა, კვამლისა და ფერფლის გავრცელება დაფიქსირდა. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს არ იმოგზაურონ ვულკანთან ახლომდებარე დასახლებებში.
პოპოკატეპეტლი 1994 წლის ამოფრქვევამდე მიძინებულ ვულკანად ითვლებოდა.
0
0