
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ჟურნალისტმა ტრამპს მიმართა, რომ ევროპელებს სურთ, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი გახდეს ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ნაწილი, რაზეც ტრამპმა აღნიშნა:
„ახლა მე რომ ვთქვა, რომ ამაზე ვიმუშავებთ – უყურეთ, ეს არ მოხდება. ეს არის ის, რის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო. ბაიდენმა თქვა ეს და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვცდით, მაგრამ ეს არის ის, რაც არ მოხდება. მეორე საკითხი არის უკრაინის მიწების უკრაინისთვის დაბრუნება, რაზეც ვიმსჯელებთ. ვცდით, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ მათ დაიბრუნონ მათი მიწები, მაგრამ რაც შეეხება ნატო-ს, ეს არ მოხდება“.
ცნობისთვის, ტრამპმა განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანება უნდა დაივიწყოს, გუშინაც გააკეთა.
0
0