
მისი ოჯახის წევრის ინფორმაციით, ონიანი ხელოვნურ კომაშია და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ბექა ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საუბრობს ოჯახის წევრი:
“ბექა როდესაც უკვე გამოვიდა გასახდელიდან და პარკინგზე მიდიოდა, მანქანიდან გადმოვიდა ივა ტყეშელაშვილი. არც ეს პიროვნება იყო ჩარეული კონფლიქტში და არც ბექა. უბრალოდ, ალბათ ვიღაცას ელოდებოდა და უნდოდა ვინმესთვის რაღაცის დაშავება. შერჩა ბექა ხელში - მასთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია.
როგორც ვიცი დახტუნავდა ზედ. ბექა, როგორც ვიცი იყო მარტო. რამდენიმე წუთში მივიდნენ. ამ ბიჭმა გათიშა ბექა და მანქანით გაიქცა.
შეიძლება ბლაგვი საგანიც ეჭირა ხელში იმიტომ რომ კეფის ძვალი აქვს გატეხილი. კავკასიის უნივერსიტეტს სამედიცინო ცენტრში არის მოყვანილი, ხელოვნურ კომაში იმყოფება. სიკვდილს ებრძვის. თავის ქალის ნაწილი ახდილი აქვს, შესაძლებელია მეორე ნაწილის ახდაც მოხერხდეს, თუ თავის ქალის წვენა არ მოიმატებს. როგორც ვიცი არაერთი ინციდენტი ჰქონია ამ ბიჭს ჩადენილი და რატომღაც პასუხისმგებლობას ყოველთვის არის არიდებული."- ამბობს ბექა ონიანის ოჯახის წევრი.
- გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა 1998 წელს დაბადებულ ბ.ო.-ზე, რის შედეგად ბ.ო. წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0