პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ სოხუმში, აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი განზრახ გააჩინეს.
მისივე თქმით, სოხუმში ბოლო პერიოდში პოზიტიური ურთიერთობების განვითარების ტენდენცია საკმაოდ თვალსაჩინოა და შესაძლოა, ხანძრის გაჩენა სწორედ ამას უკავშირდებოდეს.
„მაპატიოს ჩემმა აფხაზმა თანამოქალაქეებმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც ეს არის ნეგატიური განზრახ დაგეგმილი გადაწყვეტილება. კულტურის სამინისტრო აქ არაფერ შუაშია, მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური თემაა. მე ხშირი ურთიერთობა მაქვს სოხუმთან და მინდა გითხრათ, რომ ძალიან შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება პოზიტიურისკენ. სწორედ აი, ამას უპირისპირდება ჩემი აზრით, ის ხანძარი, რომელიც ამ გამოფენაზე მოხდა. შეიძლება შემთხვევითაც მოხდა, მაგრამ მე უფრო მიდრეკილი ვარ იმისკენ, რომ ნეგატიურზე ვიფიქრო, ვინაიდან პოზიტიური ურთიერთობების განვითარების ტენდენცია საკმაოდ თვალსაჩინოა ბოლო პერიოდში,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
21 იანვარს აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ხანძარი გაჩნდა, განადგურდა ფონდში დაცული ათასობით ნამუშევარი.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025