
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას მთავარი განსახილველი თემა ომის შეწყვეტა იყო.
„პროდუქტიული საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. ყველაზე მნიშვნელოვანი ომის დასრულებაა. ჩვენ მადლიერები ვართ აშშ-ის პრეზიდენტის მისი ყველა ძალისხმევისთვის სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. შეიძლებოდა, უკვე მრავალი თვე ყოფილიყო ომის გარეშე, რუსები მას რომ არ აჭიანურებდნენ“, – წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, მან ტრამპს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ კიევსა და სხვა ქალაქებზე განხორციელებული დარტყმების შესახებ.
ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხი.
„მათი ეკონომიკა ვარდნას გაგაგრძობს და სწორედ ამიტომ მოსკოვში ითვალისწინებენ ტრამპის ამ პერსპექტივას და შემართულობას. ამას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია“, – ამბობს ზელენსკი.
ამასთან, უკრაინის ლიდერის თქმით, ტრამპთან საუბრისას განიხილეს კიევისა და ვაშინგტონის სამხედრო თანამშრომლობა.
„დრონების შესახებ შეთანხმების პროექტი უკვე მომზადებულია უკრაინული მხარის მიერ, ჩვენ მზად ვართ, ის დეტალურად განვიხილოთ და გავაფორმოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0