03/01/2025
12:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე ევროპელი სამშვიდობოების განლაგება შესაძლებელია, მაგრამ მომავალში ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა გამოირიცხოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინა მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივას უკრაინის ტერიტორიაზე ფრანგული ჯარების განთავსების თაობაზე.
„მაგრამ მხოლოდ საფრანგეთი არ არის საკმარისი. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს იყოს მხოლოდ ერთი ან ორი ქვეყანა. ეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპული ძალების განლაგება გამორიცხავს მომავალს ნატო-ში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ევროპელი სამშვიდობოების იდეას მაკრონთან და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროსაც შეეხნენ.
„დავინახე, რომ ტრამპი დადებითად იყო განწყობილი ამ იდეის მიმართ, მაგრამ მე დავაყენე საკითხი, რომ ჯერჯერობით არ მოგვისმენია, რომელი კონკრეტული ქვეყნები იქნება ამ ძალებში და იქნება თუ არა მათ შორის შეერთებული შტატები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0