19/05/2025
23:35

უკრაინა განიხილავს რუსეთთან შეხვედრის ფორმატს მოკავშირეების მონაწილეობით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა და მოკავშირეები განიხილავენ რუსეთთან შეხვედრის შესაძლებლობას აშშ-ისა და ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლების თანდასწრებით.
„კიევი და პარტნიორები განიხილავენ მაღალი დონის გუნდების შეხვედრის შესაძლებლობას: აშშ, უკრაინა, რუსეთი და ევროპული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ასევე დიდი ბრიტანეთი. ასეთი შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს თურქეთში, ვატიკანში ან შვეიცარიაში. ამჟამად ამ სამ პლატფორმას განვიხილავთ, რადგან ეს სამივე ქვეყანა – ყველა კარგია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის ფორმატისა და ადგილის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, „ვის შეუძლია ამ შეხვედრის ორგანიზება შესაბამისი შედეგით“.
„ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება ამაზე პასუხი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0