14/02/2026
21:51

მხოლოდ ვიქტორს შეუძლია, იფიქროს მუცლის გაზრდაზე და არა ბუდაპეშტში რუსული ტანკების გამოჩენაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების თავგანწირვის წყალობით ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ, მშვიდობიანი ცხოვრებით ისიამოვნონ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ და ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე არ ზრუნავს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრია.
„დამოუკიდებელი პოლონეთი და თავისუფალი ბალტიისპირეთის ქვეყნები დგანან ჩვენი ხალხის უკან. მხოლოდ ვიქტორს შეუძლია, იფიქროს მუცლის გაზრდაზე და არა იმაზე, თუ როგორ გააფართოოს თავისი არმია, რათა შეაჩეროს რუსული ტანკები, რომლებიც შეიძლება, ბუდაპეშტის ქუჩებში დაბრუნდნენ. ჩვენი ხალხიდან არცერთი არ ირჩევს ასეთ გმირობას. უკრაინამ ეს ომი არ აირჩია. უკრაინელები ადამიანები არიან და არა – ტერმინატორები, ჩვენი ხალხი კვდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
0
0