
ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება, ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას მოლდოვაც დაკარგოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რუსეთზე დამოკიდებულია.
„მსოფლიოს პასუხი კვლავ არ არის საკმარისი. ჩვენ ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება. საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე და მრავალი წელია, ბელარუსი ასევე მიიწევს რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. ევროპა ვერ მისცემს თავს მოლდოვის დაკარგვის უფლებასაც. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ როგორ დააიგნორა მსოფლიომ რუსეთის თავდასხმის შემდეგ საქართველოს დახმარების საჭიროება და როგორ იქნა გაშვებული ეს მომენტი ბელარუსთან, და როგორ არ უნდა დაიკარგოს მოლდოვა. ევროპისთვის მოლდოვის სტაბილურობის მხარდაჭერა არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს, თუმცა უმისობა გაცილებით ძვირი დაუჯდება.
სწორედ ამიტომ ევროკავშირი უნდა დაეხმაროს მოლდოვას ახლა, დაფინანსებით, ენერგეტიკის მხარდაჭერით, და არამხოლოდ ომებში ან პოლიტიკური ჟესტებით. არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანებისა და ერების უფლებების დაცვა რეგიონებში, სადაც ეს უფლებები საფრთხის ქვეშაა. გაერო-ს ქარტია და ადამიანის უფლებათა დაცვის უნივერსალური დეკლარაცია ყველგან უნდა იყოს დაცული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0