
უკრაინა ხედავს, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი, მაგრამ გავაგზავნით დელეგაციას სტამბოლში თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-სა და თურქეთისგან სტამბოლში შეხვედრის დროის შესახებ ინფორმაციას ელოდება.
მისივე თქმით, თუ ხუთშაბათს ტექნიკურ დონეზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ, პუტინთან შეხვედრის გამოტოვება შესაძლებელია.
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლშია დაგეგმილი. საუბარი იყო ტრამპის, ზელენსკისა და პუტინის მონაწილეობით მოლაპარაკებებზეც, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრა არ გაიმართება.
0
0