
ვოლგოგრადის ოლქის მე-19 კოლონიის შტურმის შედეგად ყველა ტერორისტი განეიტრალებულია. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
მანამდე კოლონიაში მომხდარი ბუნტის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიაწოდეს, რომელმაც ამ საკითხზე თათბირი გამართა.
პატიმრები, რომლებმაც რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის №19 კოლონიაში დაწესებულების თანამშრომლები მძევლად აიყვანეს, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში საკუთარ თავს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს უწოდებდნენ.
პატიმრებმა ვიდეოები გაავრცელეს, რომლებზეც პოლიციის ფორმაში ჩაცმული დასისხლიანებული ადამიანები ჩანან. მათგან სამი, სავარაუდოდ, მოკლულია. როგორც ბუნტის მონაწილეები ვიდეოებში ჰყვებოდნენ, მათ მძევლები იმის გამო აიყვანეს, რომ „ციხეში მუსულმანებს დამცირებით ექცეოდნენ“.
ტელეგრამ არხები იუწყებიან, რომ პატიმრები, რომლებმაც მძევლები აიყვანეს, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები არიან და ისინი ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები არიან.
0
0