31/07/2024
23:32
ტაბლოიდი
მედიაში და სოციალურ ქსელებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანულ მაკრონისა და საფრანგეთის სპორტის მინისტრის, ამელი ოდეა-კასტერას უხერხულ ფოტოებს განიხილავენ. ფოტოგრაფმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე მაკრონისა და კასტერას ემოციები “დაიჭირა“.
ფოტოზე ჩანს, რომ ქალი მაკრონს მჭიდროდ უჭერს მკლავს კისერზე, მეორე ხელი მის მხარზე აქვს და კოცნის. "ვნებიანი კოცნა", - ასე აფასებენ მედიაში კადრებს. საფრანგეთის სპორტის მინისტრი წარსულში პროფესიონალი ჩოგბურთელი იყო.
მათ ფონზე ჩანს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალის მრავლისმთქმელი მზერა.
ფოტოებს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი წერს, რომ ეს უხერხული და მიუღებელია, ნაწილის აზრით კი, უხერხულს ამ ფოტოზე ვერაფერს ხედავენ.
"მე ეს ფოტო უხამსად მიმაჩნია, ის არ არის პრეზიდენტისა და მინისტრის შესაფერისი საქციელი“, - ვკითხულობთ ფოტოს კომენტარებში.
თავდაპირველად ფოტოებს ყურადღება ფრანგულმა ჟურნალმა Madame Figaro-მ მიაქცია. მათ ფოტოების გამოაქვეყნეს და “უცნაური“ უწოდეს.
0
0