
ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს აკეთებთ, იმიტომ რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს, - განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.
მისი თქმით, ის არაერთხელ ჩამოვა საქართველოსი და უშუალოდ იქნება ჩართული 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის პროექტის განხორციელებაში.
„ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს აკეთებთ, იმიტომ რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს. საქართველოში ჩამოვალ ძალიან მალე, როდესაც საძირკველს ჩავყრით და შემდეგ კიდევ არაერთხელ ჩამოვალ. ჩვენ როდესაც ახალ პროექტს ვაკეთებთ, ახალ შენობას ვიწყებთ, ყველა შენობის პროექტს ვიცნობ დასაწყისიდანვე და ვზრუნავ თვითონ პროექტზე, ყველა დეტალზე და ვზრუნავ იმ საკითხების მოგვარებაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. აქტიურად ვიქნები ჩართული ამ საქმიანობაში“, - განაცხადა ერიკ ტრამპმა.
0
0