27/12/2022
15:19
პოლიტიკა
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს პილიგრიმების ბილიკის პროექტზე. მისი თქმით, ეს მოიცავს ფოკა-ბოდბის მარშრუტს.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მომდევნო წელს კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე ბიზნესისთვის საინტერესო და მიმზიდველი საინვესტიციო პროექტები იქნება წარმოდგენილი.
"ერთ-ერთ უნიკალურ პროექტს ვამუშავებთ, კონცეფციას ვამუშავებთ, რომელიც გულისხმობ პილიგრიმების ბილიკს, ბილიკის განვითარებას, წმინდა ნინოს გზა, რომლის სიგრძეც 40 კმ-ს შეადგენს, და მოიცავს ფოკა-ბოდბის მარშრუტს, მსგავსი ქრისტიანული პილიგრიმების მარშრუტები მსოფლიოში არის ძალიან ცნობილი, დიდი პოპულარობით სარგებლობს", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, მუშაობენ რამდენიმე ტბისა და წყალსაცავების ტერიტორიების განვითარებაზე და ბიზნესისთვის საინტერესო შეთავაზებები ექნებათ.
0
0