
რუსეთს შეუძლია, მსოფლიოს უსაფრთხო, საიმედო სატრანსპორტო და ლოგისტიკური მარშრუტები შესთავაზოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გათვალისწინებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის პარტნიორებისთვის „რუსული ლოგისტიკური მარშრუტები შეიძლება, მომგებიანი იყოს როგორც ეკონომიკურად ტრანზიტის შემცირებული დროის გამო, ასევე გლობალური სატრანსპორტო ნაკადების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით.“
„რუსეთს შეუძლია, მსოფლიოს შესთავაზოს ასეთი გადაწყვეტილებები და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გლობალური ლოგისტიკისა და ზოგადად საერთაშორისო ვაჭრობის ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი პირდაპირ გავლენას ახდენს ენერგეტიკულ ბაზრებზე და რესურსების მომარაგების უსაფრთხოება გადამწყვეტი ფაქტორი ხდება.
0
0