
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართულ მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ნდობის დონის გაზრდის გარეშე უკრაინის კრიზისის გადაჭრა უბრალოდ შეუძლებელია
მისივე თქმით, საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის მიზანი რუსეთსა და აშშ-ს შორის ნდობის აღდგენა იყო.
„ერ-რიადში ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი და საგანი იყო რუსულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენა. რუსეთსა და აშშ-ს შორის ნდობის დონის გაზრდის გარეშე მრავალი საკითხის გადაჭრა, მათ შორის უკრაინის კრიზისის, უბრალოდ შეუძლებელია. ამ შეხვედრის მიზანი იყო რუსეთსა და აშშ-ს შორის ნდობის აღდგენა“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის გამართვის სურვილი ორმხრივია.
„ჩვენ გვაქვს ამგვარი შეხვედრის გამართვის სურვილი და მე ვისურვებდი ამ შეხვედრის გამართვას, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის უნდა მომზადდეს, რომ იყოს შედეგი“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პუტინის განცხადებით, ის არ არის მზად, თქვას, თუ როდის შედგება შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან.
„საჭირო იქნება დრო, ახლა არ ვარ მზად, ამას ვუპასუხო. თუმცა ჩვენ გვაქვს ასეთი შეხვედრის გამართვის სურვილი“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის ლიდერის თქმით, რუსეთსა და აშშ-ის შორის დიალოგში შუამავლები საჭირო არ არის.
„ვიღაცას სურს, იყოს შუამავალი რუსეთსა და აშშ-ს შორის, თუმცა ალბათ ეს ზედმეტი მოთხოვნებია“, – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმირ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ გაკვირვებულია დონალდ ტრამპის თავშეკავებულობით ევროპელი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც, მისი შეფასებით, „თავხედურად იქცევიან“.
„გულწრფელად რომ ვთქვა, გაკვირვებული ვარ აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის თავშეკავებულობით თავისი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც იქცეოდნენ, პირდაპირ ვთქვათ, თავხედურად. ტრამპი ხომ ჯერ საკმაოდ ინტელიგენტურად ექცევა მათ“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
0
0