
სტივ უიტკოფი საკუთარი პრეზიდენტს და ქვეყნის პოზიციას იცავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, უიტკოფთან დიალოგი მარტივი არ არის, თუმცა რუსეთი ამ დიალოგს გონივრულად წარმართავს.
„პრეზიდენტ ტრამპთან უიტკოფის მეგობრობა წლებია, გრძელდება. ის ამერიკის მოქალაქეა, იცავს საკუთარი პრეზიდენტის და ქვეყნის პოზიციას. დიახ, ჩვენ გვაქვს დიალოგი, რომელიც არ არის მარტივი და დიახ, ჩვენ ვაწარმოებთ ამ დიალოგს ერთმანეთის ლანძღვისა და ფურთხის გარეშე, როგორც ინტელექტუალური ადამიანები“, – განაცხადა პუტინმა.
რაც შეეხება ბლუმბერგის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს სტივ უიტკოფისა და იური უშაკოვის საუბრის შესახებ, პუტინის თქმით, ეს შესაძლოა, ყალბი იყოს, ან სატელეფონო საუბარს რეალურად მოუსმინეს.
„ეს ჩვენთან სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენთან არ შეიძლება მოსმენა. საქმე ჩვენში არ არის. საქმე იმაშია, თუ როგორ მიდის შეხედულებების ბრძოლა კოლექტიური დასავლეთსა და შეერთებული შტატებს საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად საჭირო ნაბიჯებზე“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელების მხრიდან საუბარი, რომ რუსეთი მათზე თავდასასხმელად ემზადება, სისულელეა.
„არიან ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, ცოტათი გაგიჟდნენ, როდესაც საჯაროდ ეუბნებიან თავიანთ მოსახლეობას, თავიანთ მოქალაქეებს, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმისთვის ემზადება და ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვითი პოტენციალი. ისინი თავდაცვის ინდუსტრიის, კერძო კომპანიების ინტერესებს ემსახურებიან, ან ამ ფონზე რატომღაც ცდილობენ, თავიანთი შიდა პოლიტიკური რეიტინგის ამაღლებას. ჩვენი თვალსაზრისით, ეს სრული სისულელეა, ეს არის აშკარა ტყუილი“, – განაცხადა პუტინმა.
0
0
ხობში მამაკაცს ეძებენ
27/11/2025