22/12/2024
14:26
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა აშშ-სთან და სხვა დასავლურ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა არა რუსეთის ინტერესების საზიანოდ.
„ყველაფრის გაკეთება შეიძლება, თუ სურვილი არსებობს. ჩვენ ეს სურვილი არასდროს დაგვიკარგავს“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფერი იცვლება, უცვლელი რჩება მხოლოდ ინტერესები.
„თუ დავინახავთ, რომ სიტუაცია იცვლება იმგვარად, რომ არსებობს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების აწყობის შესაძლებლობები და პერსპექტივები, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. პრობლემა არა ჩვენში, არამედ მათშია, მაგრამ ეს არ მოხდება რუსეთის ფედერაციის ინტერესების საზიანოდ“, – თქვა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციის ესკალაციას რუსეთის მოწინააღმდეგეები ახდენენ, თუმცა მესამე მსოფლიო ომით დაშინება არ არის საჭირო.
„იცით, არ არის საჭირო ვინმეს დაშინება, საფრთხეები ბევრია, ისინი იზრდება, და ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე, ის ახდენს სიტუაციის ესკალაციას. თუ ასე უნდათ – ასე იყოს. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ნებისმიერ გამოწვევას, ყოველთვის! როდესაც ბოლოს და ბოლოს ჩვენი დღევანდელი მოწინააღმდეგეები და შესაძლო პარტნიორები ამას მოისმენენ, გაიგებენ, გააცნობიერებენ, მაშინ მოვა იმის გააზრება, რომ საჭიროა კომპრომისების ძებნა“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
0
0