
“ვივამედში” "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია მივიდა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, ის იქ მას შემდეგ მივიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ. ხვიჩია ამბობს, რომ ესაუბრა კლინიკის დირექტორს ნინო ნადირაძეს, რომელმაც უთხრა რომ რეანიმაციაში გადაყვანაზე პრობლემა არ აქვთ, თუ მიხეილ სააკაშვილიც თანახმა იქნება:
"მე მაინტერესებდა რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი, რაზეც ქალბატონი ნინოს პოზიცია იყო, რომ მათ არ აქვთ პრობლემა, თუ მიხეილ სააკაშვილი დათანხმდება იქ მკურნალობის კურსს და თუ არ დათანხმდება, მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება." თქვა ხვიჩიამ.
თავად კლინიკას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტი დრო, როდის გადაიყვანენ მესამე პრეზიდენტს რეანიმაციაში.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026