
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ, უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა, წლის პირველი ათი თვე იყო საწყისი ფაზა, რომლის განმავლობაშიც აღდგა ის ზიანი, რაც უნგრეთმა და უნგრეთ-აშშ-ის ურთიერთობებმა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს განიცადა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
ორბანის თქმით, უნგრეთის მიზანია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება.
„პოლიტიკურად მოტივირებული სანქციები გაქრა, აშშ-ის დაფინანსება უნგრეთის წინააღმდეგ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეწყდა და ჩვენ კვლავ შეგვიძლია შეერთებულ შტატებში ვიზის გარეშე მოგზაურობა. ამით პირველი ფაზა დასრულდა. დღეს ჩვენ ვაშინგტონში მივემგზავრებით, რათა პრეზიდენტ ტრამპთან ერთად უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობებში ახალი თავი დავიწყოთ. ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება, რომელიც მოიცავს ენერგეტიკულ თანამშრომლობას, ინვესტიციებს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემდგომ პერიოდზე დისკუსიებს. ჩვენ ვმუშაობთ ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებულ შეთანხმებაზე, რომელიც ემსახურება უნგრეთის ყველა მოქალაქის ინტერესებს. ვაშინგტონში მივემართებით. შევუდგეთ მუშაობას“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
0
0
პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა
06/11/2025