
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინას ქვეყანაში ნავთობის ფასის ზრდის გამო ადანაშაულებს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ორბანის თქმით, ქვეყანაში ნავთობის ფასის ზრდა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების, არამედ უკრაინის მიერ ნავთობსადენ „დრუჟბას“ დაბლოკვის შედეგია.
ორბანის თქმით, ნავთობსადენის დაბლოკვა მთელი ევროპისთვის წარმოადგენს პრობლემას.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ვიქტორ ორბანმა ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარების განსახილველად მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.
„მთელ ევროპაში ჩვენ უნდა გადავხედოთ და შევაჩეროთ რუსეთის ენერგომომარაგებაზე დაწესებული ყველა სანქცია. ეს მე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილი წერილში დავაინიცირე“, – აღნიშნა ორბანმა.
0
0