
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე ჩავიდა, რათა დაეთვალიერებინა „თურქული ნაკადის“ მილსადენი, რომელიც სავარაუდოდ, „საბოტაჟის“ სამიზნე გახდა.
ვიქტორ ორბანი ადგილზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად ჩავიდა.
როგორც ორბანი განმარტავს, „თურქული ნაკადის“ მილსადენი უნგრეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან მისივე თქმით, სწორედ ამ მილსადენმა გადაარჩინა უნგრეთი მაშინ, როდესაც უკრაინამ რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვიდრე „თურქული ნაკადის“ მილსადენი მუშაობს, უნგრეთი ბუნებრივ აირს მიიღებს, მილსადენი თუ გაჩერდება — ქვეყნის ეკონომიკაც გაჩერდება.
ცნობისთვის, 5 აპრილს სერბეთმა უნგრეთისკენ მიმავალ გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შესახებ განაცხადა. მათივე თქმით, მილსადენთან ახლოს აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით სავსე დიდი პაკეტები.
0
0