16/08/2025
13:07

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა. ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ორბანი აღნიშნავს, წლების განმავლობაში ორი ბირთვული სახელმწიფო ერთმანეთთან არამეგობრულ შეტყობინებებს ცვლიდა.
„წლების განმავლობაში ვუყურებდით, როგორ ანგრევდა ორი უდიდესი ბირთვული ძალა მათი თანამშრომლობის ჩარჩოებს და ერთმანეთთან არამეგობრულ შეტყობინებებს ცვლიდა. ახლა ეს დასრულდა. დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილია, ვიდრე გუშინ იყო. დაე, ყოველი შაბათ-კვირა, სულ მცირე, ასეთი კარგი იყოს!“, – წერს ორბანი.
ცნობისთვის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაში, ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზაზე გუშინ გაიმართა. დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
0
0