
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხაშურში გამართული აქციის შემდეგ განაცხადა:
„რას ჰქვია ცოტანი არიან? აბა, ჩამოდით ხაშურში - თოვლია, ეს ხალხი ძლივს ჩამოვიდა სოფლებიდან, მაინც აპროტესტებენ. ცოტანი კი არა, გმირები არიან, ყველაზე მაგრები არიან. რაც შეეხება მასშტაბურს, დაგველოდეთ, ჩემო ძვირფასებო. ყველა ქალაქში ჩავალ, ყველა სოფელში, მათ შორის, ჩვენ აგერ რამდენიმე დღეში გავხსნით ქუთაისში პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. მე ვაპირებ, ყველა რაიონში ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ და ამ ხალხს ჰქონდეს შეკრების ადგილი... რას ჰქვია ცოტანი? ცოტანი კი არა, ასეთ მებრძოლ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა. ვინმემ დააანონსა მასშტაბური აქცია? მასშტაბურს როცა დავაანონსებთ, მერე დაგვთვალეთ, ჩემო ძვირფასებო“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
0
0