
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება.
„ეს წინადადებები შეაჩერებს იმ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ ქართველების დასახმარებლად და ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებას, იმ ქართველების, რომლებიც მუშაობენ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც უსაფრთხო, წარმატებული მომავალი ჰქვია. ეს წლებია, გრძელდება საქართველოს მეგობრებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების თანამშრომლობით.
ამ პროცესს დააზიანებს ეს წინადადებები და ინიციატივები, რომელიც საქართველოს არ სჭირდება. ამიტომ ჩემი შეკითხვაა, რაში სჭირდება ეს საქართველოს, რა არის ამ პროექტის რეალური მიზანი, რა დგას რეალურად ამ წინადადებების ინიცირების უკან, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, მაშინ, როდესაც საქართველოს უმრავლესობას გაცხადებული აქვს საკუთარი პრიორიტეტებისა და მისწრაფებების შესახებ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026