16/12/2024
19:06
მსოფლიო
ვინც უკრაინაში ომის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის, საფასური უნდა გადაიხადოს , - ამის შესახებ ევროკავშორის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ჩვენ სანქციების მე-15 პაკეტი მივიღეთ, მათ შორის ჩრდილოვანი ფლოტის, ასევე ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირებისა და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვისთვის დრონებს ამზადებენ. ჩვენი მცდელობები იმისთვის, რომ ომის წარმოებისთვის რუსეთის შესაძლებლობები შეიზღუდოს, გრძელდება“, - წერს კაია კალასი.
შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო, რომელიც 54 ფიზიკურ პირსა და 30 ორგანიზაციას მოიცავს. სანქციების ახალი პაკეტის მიზანია კიდევ უფრო შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, განახორციელოს უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ.
0
0