
გმირთა მოედანზე ორი ცათამბჯენი აშენდება - საკრებულომ პროექტს მხარი დაუჭირა. ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პროექტით უმკმაყოფილო ადამიანების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
ვინც შუაგულ რუსთაველზე ეს შუშის სოლი ჩაარჭო, მისი მრევლის დღეს ლაგუნას პროექტის გამო შფოთავს.
აღარაფერს ვამბობ "კინგ დევიდზე", 75 მილიონიან რკინის დოქებზე, 45 მილიონიან "ოლვეის ულტრაზე", ნახევარ მილიარდიან ფარაონის სასახლეზე, 150 მილიონიან იუსტიციის სახლზე, მისი მოღუნული ხიდით და ასევე ათმაგ ფასში აშენებულ 360 მილიონიან ქუთაისის აკვარიუმზე.
კოლექტიური ნაციონალები ამ თრმაზე უნდა გაჩუმდეთ.
ამ ახალ კორპუსებში, ზემოთ ჩამოთვლილი შენობებისგან განსხვავებით, ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება და პროექტის შედარებაც არ შეიძლება ბილტმორთან ან სხვა სიმახინჯეებთან.
პირადად ვფიქრობ კარგი იქნება ბიზნეს ცენტრი ცალკე გაკეთდეს, მაგრამ ქალაქის ახალი გეგმით ბევრი რამ მოწესრიგდა. ამ პროექტთან დაკავშირებითაც არსებობს პოზიტიური შეფასებებიც. ასე რომ საკამათოა. ფაქტი ისაა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ყველაფერს აპროტესტებს - წერს ამირან სალუქვაძე.
0
0