04/12/2024
22:58
პოლიტიკა
ვინც მაგას ამბობს, ის არის თვითონ ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც, - ასე ეხმაურება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის
განცხადებას, რომ „სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან“.
ზვიად ხარაზიშვილის თქმით, ყველა იტყუება, ვინც ამბობს, რომ სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაშია.
„მაგას ვინც იძახის, რომ სპეცრაზმი არაფხიზელ მდგომარეობაშია, არასწორი ხალხია. ყველა იტყუება მაგას. მოიყვანონ რომელია არაფხიზელი, რეებს იტყუებით? ვინც მაგას ამბობს ის არის თვითონ ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც. ვინ პრეზიდენტზე მელაპარაკებით?“, - განაცხადა ზვიად ხარაზიშვილმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის განცხადებით, სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რაზეც მათი ბრუტალურობა მეტყველებს.
0
0