13/01/2025
15:31
პოლიტიკა
ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, გათავისუფლების მიზეზი მიმდინარე პოლიტიკური ამბები არ ყოფილა, რადგან კალაძის თქმით, „პოლიტიკური ნიშნით საზოგადოებას არ ყოფენ, მითუმეტეს თანამშრომლებს“.
„როდის გაგიგიათ, რომ აქციის გამო, ჩვენ ვინმე გაგვეშვას? ყველაზე კარგი მაგალითი არის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც დედაქალაქის მერიაში მუშაობს. პოლიტიკური ნიშნით რომ მნდომებოდა, მაგ ადამიანსაც გავუშვებდით. ჩვენ არანაირი პოლიტიკური ნიშნით საზოგადოებას არ ვყოფთ, მითუმეტეს თანამშრომლებს. არც ლანა ქარდავა ვიცი, ვინც გასაშვებია, ყველას გავუშვებთ. ხელშეკრულება როდესაც სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას, ან ვუგრძელებთ ან არა. გადაწყვეტილება სამსახურის ხელმძღვანელებმა მიიღეს“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიის მედიის ურთიერთობის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები, თაია მახარაშვილი და ლანა ქარდავა აცხადებენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
0
0