22/12/2022
22:50
პოლიტიკა
“მე ვერ წარმომიდგენია, ვინც დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხედა, იმან როგორ უნდა აწარმოოს არჩევნები და როგორ უნდა ვაწარმოოთ კამპანია, მე უბრალოდ ეს არ ვიცი”, ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც რუსეთს ეგონა, 3 დღეში კიევს აიღებდა, ასე ეგონათ ენმ-ში არჩევნებზეც, - “ეს მცდარი შეხედულებებია”.
“ვინმეს თუ ზებუნებრივი ძალები აქვს, რომ ამ ყველაფერსაც გაუძლოს და არჩევნების კამპანიისთვისაც იზრუნოს, ეს ჩემს ძალებს აღემატება. მაგრამ უნდა ითქვას აქვე, რომ ამ იდეის ავტორებს არ ეგონათ, რომ ასე შორს გადაიწევდა არჩევნების თარიღი, რომ თავისი პროცედურები დასჭირდებოდა და ა.შ. როგორც რუსეთს ეგონა რომ სამ დღეში კიევს აიღებდა, ასე ეგონათ, რომ ერთ კვირაში დასრულდებოდა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში და ეს იყო მცდარი შეხედულება, რა თქმა უნდა”, განაცხადა ხერხეულიძემ.
0
0