04/05/2023
17:07
მსოფლიო
ექსპერტები განსხვავებულ აზრს გამოთქვამენ, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი 3 მაისს კრემლზე თავდასხმის მცდელობაზე. მოსკოვმა ამ ინციდენტს ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია დადგინდეს, თუ ვინ იდგა ამ ინციდენტის უკან, ბრიტანული არმიის ყოფილი ოფიცრის საიმონ მეიოლის შეფასებით, ამ შემთხვევით ყველაზე მეტად რუსეთი ისარგებლებდა.
საიმონ მეიოლის თქმით, სავარაუდო თავდასხმა ხელს შეუწყობს პუტინს, რომ "უფრო მეტად გააქტიუროს საომარი მოქმედებები უკრაინაში".
„ომი ძალიან რთულ ფაზაშია შესული, უკრაინელები კონტრშეტევის დაწყებას აპირებენ.
როგორც ცნობილია, მომავალ კვირას, ვლადიმერ პუტინი რუსეთის გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმებში მიიღებს მონაწილეობას. მას სურს, დაარწმუნოს რუსეთის მოქალაქეები, რომ ომის გაგრძელება მნიშვნელოვანია. ამიტომ, კრემლზე თავდასხმამ შეიძლება ზელენსკის მოკვლისა და უკრაინელებზე თავდასხმისთვის ეროვნული ძალისხმევების გაერთიანება განაპირობოს,“ - თქვა მეიოლმა.
საიმონ მეიოლმა აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს კრემლზე თავდასხმასთან ასოცირება არ სურთ.
0
0