-share.jpg)
თავდამსხმელი, რომელმაც საგარეჯოში, საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 6 ადამიანი მოკლა, 5 კი დაჭრა, 49 წლის ნოდარ ათუაშვილია. ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროში 15 წლის განმავლობაში მსახურობდა. იყო ყოფილი სამხედრო იყო და ნამყოფია ავღანეთის სამშვიდობო მისიაშიც. თავდამსხმელი ბოლო 5 წლის განმავლობაში იმ კორპუსში ცხოვრობდა, საიდანაც ისროდა.
რა გახდა მისი მხრიდან უმისამართო ცეცხლის გახსნის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ?
სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით მიმდინარეობს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის და მეტის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 6 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელია.
ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
წყარო: “კურიერი”
0
0