
ვინ არის სააკაშვილის პირადი ოლიგარქი-მოლარე, რომელიც "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს სხვების ბიზნეს აქტივებს იტაცებდა?!
დღეს კი, გავრცელებული ინფორმაციით, მხარს უჭერს ოპოზიციას და კონკურენტი ბიზნესმენებისთვის ევროპული სანქციების შემოღებას ლობირებს.
დავით ბეჟუაშვილი, ბიზნესმენი, რომელსაც არ შეუქმნია საკუთარი ბიზნესი და საკუთარი ბიზნეს-იმპერია, მხოლოდ საეჭვო გარიგებების, ბიზნესების ექსპროპრიაციით, სხვადასხვა დროს ფინანსური და საგადასახადო პოლიციის და პროკურატურის გამოყენებით, სარფიანი ბიზნეს აქტივების მიტაცებისთვის იყენებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისთვის მიუღებელი ბიზნესმენების გაკოტრებას და მათი აქტივების და პირადი უძრავი თუ მოძრავი ქონების მისაკუთრებას, ბეჟუაშვილი ხშირად სხვა ცნობილი ფინანსისტის მსხვილი სტრუქტურის მეშვეობით ახდენდა. შემდეგ საინფორმაციო მასალაში ამ ფინანსისტის შესახებაც გიამბობთ.
როგორც ცნობილია, დავით ბეჟუაშვილის ძმა, სააკაშვილის მთავრობაში, წლების განმავლობაში, საქართველოს სადაზვერვო სამსახურის და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობებს იკავებდა.
1
1