11/07/2023
12:19
საზოგადოება
ქუთაისის აეროპორტის გზაზე რამდენიმე დღის წინ ავარია მოხდა. გეგუთის ტრაგედიამ მთელი საქარველო შეძრა. ავარიის შედეგად ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი გოგონა დაიღუპა, კიდევ ერთი გოგონა მირანდა ცეცხლაძე კი ავარიის შემდეგ რამდენიმე დღე საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძოდა, თუმცა ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
"მირანდაც ანგელოზად იქცა, ვერცერთი ვერ გადაურჩა ავარიას. მირანდაც თავის მეგობრებთან ერთადაა."
„რა ვთქვა, სიტყვები დამელია, თვალში ცრემლი დამიშრა. უშენობა როგორ გადავიტანო… ძლიერი მეგონე, როგორ დაგვტოვე და როგორ მიაბარე შენი სული ანგელოზებს, ჩემო თვალციმციმა გოგო. გული საბოლოოდ მომიკალი, დამადუმე. ყველას დიდი იმედი იყავი მირო, სად წახვედი… ნათელში იყოს შენი სული, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ჩემო უსაყვარლესო გოგო“ – წერენ სოციალურ ქსელში.
0
0
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
24/12/2024