
იურისტი ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჰააგის სასამართლოში, პუტინის გასამართლებაში, შესაძლოა ქართველმა მოსამართლემ, გოჩა ლორთქიფანიძემ მიიღოს მონაწილეობა:
"ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულების ვალდებულება წარმოეშვა რომის სტატუტის მონაწილე 123 სახელმწიფოს.
🔴 ჰააგის სახელმწიფომ პირველად გასცა სახელმწიფოს მეთაურის წინასწარი დაკავების ორდერი
🔴 ჰააგის ორდერი შეცვლის რომის სტატუტის არაწევრი სახელმწიფოების ლიდერთა დამოკიდებულებას და ქცევას პუტინის და მისი რეჟიმის მიმართ
🔴 ქართველმა მოსამართლემ, გოჩა ლორთქიფანიძემ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პუტინის გასამართლებაში, საქმის არსებით განხილვაში. იგი 2021 წლიდან არის ჰააგის ტრიბუნალის მოსამართლე” - წერს ალაფიშვილი.
ცნობისთვის გოჩა ლორთქიფანიძეს, ჰააგის სასამართლოში მოსამართლედ მუშაობის დაწყებამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილისა და იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი ეკავა.
0
0