
ამერიკელმა ქალთა წვერის სიგრძეში ქალებს შორის მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნი საკუთარ ვებგვერდზე წერს.
38 წლის ერინ ჰანიკუტი მიჩიგანიდან გახდა რეკორდსმენი მას შემდეგ, რაც წვერის გაპარსვა შეწყვიტა. მან მოახერხა წვერის გაზრდა 30 სანტიმეტრით.
მანამდე ამ მიმართულებით რეკორდი 2023 წლის 8 თებერვალს დააფიქსირეს. ჰანიკუტმა 75 წლის ვივიან უილერს აჯობა, რომელმაც 25,5 სანტიმეტრი სიგრძის წვერის გაზრდა შეძლო.
მიზეზი, რის გამოც 38 წლის ქალს სახეზე თმა ეზრდება, არის ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც გამოწვეულია პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით. ეს ენდოკრინული დაავადება უპირატესად მემკვიდრეობითია და თმის ჭარბი ზრდა მის ერთ-ერთ მთავარ სიმპტომად ითვლება.
ერინი 13 წლიდან ცდილობდა თმის მოშორებას, თუმცა, პრობლემა საბოლოოდ პრობლემა ვერ მოაგვარა. არც ისე დიდი ხნის წინ ქალმა ძალიან მაღალი წნევის გამო თვალში ინსულტი მიიღო, რის გამოც მხედველობის ხარისხი სერიოზულად დაუქვეითდა და წვერის გაპარსვა გაუჭირდა. პარტნიორთან კონსულტაციის შემდეგ მან გადაწყვიტა წვერი გაეზარდა. გარდა ამისა, ერინს აინტერესებდა, რამდენ სანტიმეტრამდე შეიძლებოდა გაზრდილიყო თმა სახეზე. სწორედ ამ ინტერესის გამო ის გინესის რეკორდების წიგნში მოხდა.
წვერის გაზრდაში ქალს პანდემია დაეხმარა. შეზღუდვების გამო ნიღბების ტარება თითქმის ყველგან იყო საჭირო და გაპარსვის შეწყვეტის შემდეგ პირველ თვეებში ეს ფაქტი დაეხმარა ქალს რომ თავი უხერხულად არ ეგრძნო.
ქალი ამბობს, რომ ის ბედნიერია, რადგან მსოფლიო რეკორდი დაამყარა თავისი გარეგნობის იმ მახასიათებლის დახმარებით, რისიც ადრე რცხვენოდა.
0
0