17/07/2023
08:23
საზოგადოება
პოლონელი ექიმი, რომელმაც კლინიკა "ვივამედიდან" ფარულად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანა სცადა, არტურ ზააჩინსკია, 46 წლის ექიმი - ნეიროქირურგი.
იგი ვარშავის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მოადგილედ მუშაობს. ახლა საინტერესოა, რა და რატომ გაჰქონდა უცხოელ ექიმს წინდის საშუალებით და რა იყო მისი მიზანი. ასევე, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ექიმების ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლას პოლონეთში ჩანიშნულ არჩევნებთან.
პოლონელ ექიმთა ჯგუფს, კლინიკიდან ნებისმიერი ნიმუშის ოფიციალური გზით წაღება შეეძლოთ, თუმცა კადრებში, რომელიც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, კარგად ჩანს მამაკაცი, ვინც სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მალულად გატანას ცდილობს. ეჭვს სწორედ ეს გარემოება აჩენს.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ ინციდენტით, ხომ არ ჰქონდა ვინმეს ექსპრეზიდენტის ანალიზების გაყალბების სურვილი.
"ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარს" - ასე ციტირებდა პოლონელი ექიმის განმარტებას, „ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე ინციდენტს.
0
0