
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის მიხედვით, L'Oréal-ის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსი პირველი ქალი გახდა, რომელმაც $100 მილიარდის ოდენობის ქონება დააგროვა. მისი ბაბუის მიერ დაარსებული L'Oreal-ის აქციების ფასი პარიზში რეკორდულად გაიზარდა. კომპანიის გაყიდვებმა მოიმატა პანდემიის შემდეგაც, როდესაც ადამიანები ნაკლებ მაკიაჟს იყენებდნენ.
70 წლის ბეტანკურ მეიერსის ქონებამ Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსზე 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ის მე-12 უმდიდრესი ადამიანი გახდა მსოფლიოში.
ბეტანკურ მეიერსი L'Oreal-ის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეა. ის და მისი ოჯახი L'Oréal-ის ერთადერთი უმსხვილესი აქციონერები არიან, რომელთა წილი დაახლოებით 35%-ს შეადგენს.
ბეტანკურ მეიერსი L'Oréal-ის მმართველი მემკვიდრე, 2017 წელს, დედამისის, ლილიან ბეტანკურის, გარდაცვალების შემდეგ გახდა. ლილიანი, რომელსაც რეგულარულად ასახელებდნენ საფრანგეთის უმდიდრეს ადამიანად, მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა ფრანგ ლიდერებთან და მედიის ყურადღების ცენტრშიც ექცეოდა.
სიცოცხლის ბოლო წლებში, ლილიანი საჯაროდ იყო ჩართული ფრანსუაზასთან (მის ერთადერთ შვილთან) ბრძოლაში, რომელიც ფოტოგრაფს და სოციალისტს დედის გონებრივი სისუსტის გამოყენებაში ადანაშაულებდა.
„ჩემს ქალიშვილს შეეძლო მოთმინებით დალოდებოდა ჩემს სიკვდილს, სანაცვლოდ მან ყველაფერი გააკეთა ამის დასაჩქარებლად“, - თქვა ლილიანმა სატელევიზიო ინტერვიუში.
2011 წელს საფრანგეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ლილიანს დემენცია ჰქონდა და ფრანსუას მის სიმდიდრესა და შემოსავალზე კონტროლის უფლება მიანიჭა. ოჯახის კიდევ ერთ წევრს ლილიანის ჯანმრთელობასა და ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა დაევალა.
როგორც BBC-ი წერს, ბეტანკური მეიერსი კონფიდენციალურობას ინარჩუნებს და არ ესწრება სოციალურ ღონისძიებებს, რომლებსაც მსოფლიოს მრავალი მდიდარი ადამიანი ხშირად ატარებს.
ცნობილია, რომ ბეტანკურ მეიერსი დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში ფორტეპიანოზე უკრავს. მას დაწერილი აქვს ორი წიგნი -ხუთტომიანი კვლევა ბიბლიის შესახებ და ბერძენი ღმერთების გენეალოგია.
"ის, ძირითადად, საკუთარი ოჯახის საზღვრებში ცხოვრობს ", - თქვა თომ სანქტონმა, რომელიც ავტორია წიგნის "ბეტანკურის საქმე".
0
0