-share.jpg)
გლდანის ციხის პატიმარმა გურამ სვანიძემ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა.
„თითქოს ყველაფერი კარგად იყო, დღეს მოვდიოდი სანახავად და სანამ მოვიდოდი მითხრეს, რომ მას აქვს თვითდაზიანება. მოვედი და უკვე ოპერაცია კეთდებოდა. აქვს გამჭოლი ჭრილობა თავში, დაზიანებული აქვს ტვინი. როგორ მოხდა იარაღი მის ხელში, იქ იყო რამდენიმე გასროლაო და ერთი ის ვიცი, რომ იმ ბიჭს ვერ უნდა წაერთმია ბადრაგისთვის ვერანაირად იარაღი. მით უმეტეს თუ იქ ექიმებიც იყვნენ, ექიმების გარეშე გადაყვანა არ უნდა მომხდარიყო. რანაირად გაირტყა თავში ჩემმა შვილმა ტყვია?…მეუბნებიან, რომ ტვინის ტოტალური დაზიანება აქვს“, – ამბობს პატიმრის დედა.
ცნობისთვის, 28 წლის გურამ სვანიძემ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა. მას თავში გამჭოლი ჭრილობები აქვს მიყენებული.
პატიმარი კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მას ოპერაცია გაუკეთდა და ახლა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
0
0