
რიკოთთან, მდინარეში სოფელ შროშასთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, რამაზ ბარბაქაძე ავტობანის უბისას მონაკვეთზე იყო დასაქმებული, გუშინ კი ხიდიდან გადავარდა და მდინარის დინებამ გაიტაცა.
მას 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ და ცხედარი მაშველებმა მდინარეში დღეს ნახეს.
თვითმხილველების ცნობით, კაცი დინებამ გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
“ამბობენ, რომ ჭანჭიკებს უჭერდა, ფეხი გაუცურდა და გადმოვარდაო. ქვაზე დაურტყამს თავი და ცუდად გამხდარა, შემდეგ წყალს წაუღია. ჩაფხუტი რომ ჰქონოდა თავზე, შეიძლება გადარჩენილიყო, ალბათ არ ეკეთა,” – ამბობენ ადგილზე მყოფი მუშები.
ერთ-ერთ ვერსიით, ადგილზე დაცული არ იყო უსაფრთხოების ნორმები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
0
0