
უჯარმაში, მდინარე იორის არხში, 16 და 21 წლის ძმების ცხედრები იპოვეს. ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა გვიან ღამით იპოვეს.
როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი ძმები ნიკა და ივიკო მახარობლიშვილები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.
ზურაბ შინდელაშვილი, სოფელ უჯარმის რწმუნებული:
- ცხედრები მაშველებმა გვიან ღამით იპოვეს. ბიჭები სოფელში სტუმრად იყვნენ, დედა ჰყავთ უჯარმელი, ბებია-ბაბუასთან იყვნენ ჩამოსულები, თბილისელები არიან. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ერთი ძმა მეორედ დასახმარებლად წყალში შევიდა. სამწუხარო ამბავი მოხდა. ოჯახს მხოლოდ ერთი შვილი დარჩა.
წყარო : AMBEBI.GE
0
0